saqarTvelos uReltexilebi - yarayaias uReltexili
კოორდინატები | 43°09`58` ჩ. გ. 42°52`31` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3750 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მესტიისა და ლეხზირის უღელტეხილებს შორის. სიმაღლე 3750 მ. ყარაყაიაზე გადადის ალპინისტური საცალფეხო გზა, რომელიც მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზს აკავშირებს მდინარე ჩეგემის (ჩრდილოეთი კავკასია) აუზთან. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.